19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარი შვილის დახმარებით, ე.წ. სატელიტის ფოტომასალა გააყალბა და ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატს გადაუგზავნა.

დანაშაულის მოტივად გამოძიება ფინანსურ გამორჩენას ასახელებს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები