ხობში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო, ეპიდემიოლოგების ცნობით, ჯერჯერობით, უცნობია.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიას, 66-ე ოლქის თავმჯდომარის თქმით, სამსახურში მხოლოდ ის და მისი მოადგილე დარჩნენ, კომისიის სხვა წევრები და თანამშრომლები კი სახლში, თვითიზოლაციის რეჟიმში არიან. დავით ჯობავა ამბობს, რომ კომისიის წევრების ნაწილი უკვე გაიტესტა და ისინი რეკომენდაციებს ელოდებიან.