08 სექტემბერი 2026,   23:29
ვრცლად
ჯერჯერობით, ალბათ ისევ მწვანე ზონაში ვართ - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საქართველო, ჯერჯერობით, ისევ მწვანე ზონაში რჩება. 

მარინა ენდელაძე იმედოვნებს, რომ მიღებული ზომების გათვალისწინებით, ახლად დაინფიცირებულების რაოდენობა ეტაპობრივად შემცირდება. 

"გამოჯანმრთელებულებიც არიან, თავისუფლდება საწოლები. გარდა ამისა, საწოლები, როგორც ვიცი, არის მარაგში, მათ შორის ჩვენთანაც. ვფიქრობ, რომ ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მათთვის არ იქნება პრობლემა სტაციონარში მოთავსება.

ჯერ ჯერობით, ალბათ, ისევ მწვანე ზონაში ვართ. ვერ გეტყვით, რომ გადასარევი ეპიდსიტუაციაა, ჩვენ არ ვიყავით მიჩვეული ასეთი რაოდენობით ახლადგამოვლენილ პაციენტებს. რადგანაც მოხდა, რას ვიზამთ, საბედნიეროდ, ხდება ის, რომ არ არის პრობლემები დატესტვაზე, ყველა კონტაქტი იტესტება და ხდება გამოვლინება. გაივლის გარკვეული პერიოდი და მიღებული ზომების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ რაოდენობა შემცირდება,"-განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 471 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოში 7564 დადასტურებული შემთხვევაა. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278-ით გაიზარდა და 3992-ს შეადგენს. 

გარდა ამისა, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საქართველოში კოვიდინფექციით სულ 48 ადამიანია გარდაცვლილი. 

დღის ამბები