17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
მახათას მთაზე "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაიწყო - 39 კორპუსში 1092 ბინა განთავსდება

მახათას მთაზე "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯარის ქალაქის მშენებლობის დაწყებისას სიმბოლურად კაფსულა ჯარისკაცების შვილებთან ერთად ჩადეს. 

"ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე სანიმუშო, ღირსეულ ქალაქს ავაშენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფასოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები