ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 15 შემთხვევა ზუგდიდშია გამოვლენილი, მათ შორის 10 "ოქროს ბირჟის" კლასტერის კონტაქტი, 3 დარაჯის კლასტერის კონტაქტია, 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტის კონტაქტია. ამასთან, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მაღაზია "საგაში", სადაც ამჟამად მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტების მოძიება.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში და უკავშირდება ბათუმის კლასტერს. 4 შემთხვევა დადასტურდა ხობში და ის უკვე დაფიქსირებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტია, რაც შეეხება დარჩენილ 4 ინფიცირებულს, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრებნი არიან.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრები 186 მოქალაქეა ინფიცირებული. რუხის კლინიკაში მკურნალობს 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდიდის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები პირია, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება - 133 ადამიანი.