03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
აჭარიდან ადიგენში მუსლიმები გაემგზავრნენ

ხულოდან ადიგენში მუსლიმები გაემგზავრნენ. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა „რუსთავი 2-ს“ მიაწოდა. ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ხულო აქციის მონაწილეებმა უკვე დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, ადიგენში ხულოს რაიონიდან 50-მდე პირი გაემგზავრა. 

ნაკაიძე "რუსთავი2-თან" საუბრისას აცხადებს, რომ ადიგენში წასვლას მუსლიმები აჭარის კიდევ რამდენიმე რაიონიდან აპირებენ.

„ცალ-ცალკე წამოვიდნენ სხვადასხვა რაიონიდან. აქცია დღის მეორე ნახევარში გაიმართება, როცა ყველა ერთად შევიკრიბებით. ხულოს გარდა, ჩემი ინფორმაციით, აჭარის სხვა რაიონებიდანაც მოდიან მუსლიმები. ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს,“ - განაცხადა "რუსთავი2-თან" საუბრისას ხულოს მუფთმა გურამ-ასლან აბაშიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები