26 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
ეკონომიკის ზრდის საფუძველი ის ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს გამოეხმაურა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს ეკონომიკის ზრდის საფუძველია, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. 

"ეკონომიკური გამოცოცხლების მიზეზებად შეიძლება ჩამოვთვალოთ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკმაოდ მაღალი ტემპი. გაგრძელდება პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპისთვის. ასევე, მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ და გავაძლიერეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, რომლებიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას უნდა მიეხმაროს," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი, სერბეთი და სომხეთი მოდიან.

დღის ამბები