09 სექტემბერი 2026,   12:36
ვრცლად
დავით ხიდაშელი ივერი მელაშვილს დავით გარეჯის საქმის გამოძიების დაწყებამდე შეხვდა - მელაშვილის ადვოკატი

დავით ხიდაშელი, რომელმაც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებული ახლად აღმოჩენილი რუკები საქართველოში ჩამოიტანა, ბრალდებულ ივერი მელაშვილს გამოძიების დაწყებამდე შეხვდა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.

ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მელაშვილის ინფორმაციით, შეხვედრას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ხიდაშელს არის შეხვედრილი ერთხელ ამ პროცესების დაწყებამდე. მისი ინფორმაციით, ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც და ამ შეხვედრაზე ბატონმა ივერი მელაშვილმა კიდევ ერთხელ აუხსნა ნათლად ხიდაშელს, რომ ის პოზიცია, რაც მას ჰქონდა და რა პოზიციაც თავდაცვის სამინისტროს პოზიციას ემთხვევა და დღეს პროკურატურის პოზიციას ემთხვევა, არ იყო გამყარებული არცერთი სამართლებრივი არგუმენტით," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა

რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით დოკუმენტები მოიძია, რუკებთან დაკავშირებით "რუსთავი2-ის" ეთერში ისაუბრა.

დღის ამბები