03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
"მე ველოდები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მკაცრ განცხადებას,"- წულუკიანი მინაშვილის საქციელზე რეაგირებას ითხოვს

„მე ველოდები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მკაცრ განცხადებას, რაც დაადასტურებს იმას, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლეებზე საუბრობენ,“ - ასე გამოეხმაურა ისუტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილთან გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ იშლის უკანონო კომუნიკაციას მოსამართლეებთან, არის ძალიან სავალალო. მისივე თქმით, არის თუ არა ეს შეტყობინება ზეწოლა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების ტექსტი მოგვიანებით დეპუტატმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

„ვისაც გინდა, ანახე ეს გზავნილი, მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი ყველას - მონა ხარ!“ - წერს მინაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები