25 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს Covid 19 დაუდასტურდა

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ინფორმაციით, ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა.

"მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. "რიონი" მუშაობდა მორიგე ჯგუფებით, რომლებსაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება.

მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარულ-სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი.

ჩვენ ველით "რიონის" თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას, პარალელურად, არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას,"-ნათქვამია რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები