03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
"თავისუფალი საქართველო" "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს

“ნუ გვყინავთ, მოგვხედეთ!”- ამ შინაარსის პლაკატებით ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია იმართება.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები და პარტიის ახალციხის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები პოლიტიკურ რეპრესიებზე აკეთებენ განცხადებას და ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებამ ახალციხის მათ ოფისს გაზის მიწოდება შეგნებულად შეუწყვიტა.

კახა კუკავა და მისი თანაგუნდელები განმარტავენ, რომ ხელისუფლება ე.წ. სუს-ის მეშვეობით ცდილობს ოპოზიციურ პარტიებს მუშაობაში ხელი შეუშალოს.

"ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილები, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. 

დღის ამბები