26 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები მიიღებს მაღალ შეფასებებს - კახა კალაძე

თბილისის მერი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. კახი კალაძე ამბობს, რომ მისთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია მშვიდ და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს, რის გამოც დარწმუნებულია, რომ არჩევნები მაღალ შეფასებას მიიღებს.

"წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თანაბარ პირობებში ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და ეს ასეც ხდება. სამწუხაროა, ის ცალკეული შემთხვევები, რაც გვქონდა - დაპირისპირებები, იყო ჟურნალისტზე თავდასხმის მომენტები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ყველა მხარდამჭერს - ძალადობა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები მიიღებს მაღალ შეფასებებს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები