26 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი პარტია პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და კოალიციას გამორიცხავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა:

"ჩვენ კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ არა ნაკლებ 55%, არა მეტი 60%, აი ამ შუალედში. გარდა შიდა პარტიულისა, სხვა კვლევებიც არსებობს. გარდა 2-3 არხისა, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები ამაზე მიანიშნებს. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით არა, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს 2 მანდატი," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები