26 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
ზუგდიდში ორი სპეციალური, ე.წ. კოვიდ უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა

ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარული ოლქში საარჩევნო უბნები დროულად, დარღვევების გარეშე გაიხსნა. ამის შესახებ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა აღნიშნა.

მისი თქმით, 107 და დამატებით ორი სპეციალური, ე.წ. კოვიდ უბანი გახსნილია. რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ უბანზე წილისყრის პარალელურად "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპს უსმენდნენ, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკითხს მოიკვლევენ.  

ამასთან, მირანდა მესხის თქმით, მედიამ უბნებზე პროცედურები მისთვის გამოყოფილი ადგილებიდან უნდა გადაიღოს. სულ ზუგდიდში 120, 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დღის ამბები