ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება. 389 ახალი შემთხვევა და 6 გარდაცვალება - ეს არის აჭარის ახალი მონაცემები. გარდაცვლილთა შორის 3 ქალი და 3 მამაკაცია. 3 პაციენტი მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.
გარდაცვლილთა ასაკი 54-დან 91 წლამდეა. მედიკოსების ინფორმაციით, ყველა პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ.
კორონავირუსით ინფიცირებულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც, ის მკურნალობის კურსს სახლში გადის. აჭარის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სამი დღის წინ გამოუვლინდა.