"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს. როგორც მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სამართალდამცავებს დაკავებული 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ.
"მქონდა კონკრეტული მტკიცებულებები მიტანილი გაყალბებულ არჩევნებზე, რომელიც იყო არაერთი და ამიტომ დამაკავეს," - განუცხადა კუპრავამ "რუსთავი 2"-ს.
კუპრავას თქმით, ის ბრძოლას აგრძელებს და ხვალიდან ისევ შეუერთდება საპროტესტო აქციებს.