03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
უზენაესი სასამართლო წულუკიანის საპასუხო განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლო თეა წულუკიანს გამოეხმაურა. სასამართლო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

სასამართლოს მიმართ ნიშნისმოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა.

იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის - სასამართლოს მიმართ," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც იუსტიციის მინისტრმა აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლესთან გაგზავნილ შეტყობინებაზე კოტე კუბლაშვილის მკაცრი რეაგირება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების ტექსტი მოგვიანებით დეპუტატმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

„ვისაც გინდა, ანახე ეს გზავნილი, მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი ყველას - მონა ხარ!“ - წერს მინაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები