ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მთავარი აქცენტი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხო. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
უეჰარა ტადაჰარუ საქართველოში მაღალი რანგის დიპლომატიური სამსახურს ასრულებს. ის ქვეყანაში იაპონიის ელჩის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.