03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა რუსთავის პოლიციის მეორე სამმართველოს უფროსის გათავისუფლება მოითხოვეს

რუსთავში სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეები რუსთავის მეორე სამმართველოს უფროსის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, სამმართაველოს უფროსი ცემისა და უკანონო დაპატიმრების ფაქტებში უშუალოდ მონაწილეობს.

აქციაში პოლიციის მეორე სამმართველოს შენობის წინ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მონაწილეობდა. მათ იურისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც ილაპარაკეს. მათი თქმით, ვალერიან დემეტრაშვილი სამართალდამცველებმა უსაფუძვლოდ დააკავეს, დღეს კი ის იურისტების დახმარებით სასამართლომ გაათავისუფლა.

აქციის მონაწილეები პოლიციის იმ თანამშერომელების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც მსგავს საქმეებში ფიგურირებენ.

დღის ამბები