კორონავირუსით გარდაცვალების ორი და ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში.
ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ცნობით, ტესტირება გასულ დღე-ღამეში 256 ადამიანს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილ კოვიდცენტრებში სულ 140 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 5 ათასზე მეტი ფაქტია დადასტურებული, გარდაიცვალა 67 ადამიანი.