19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ქვეყანა დამატებითი შეზღუდვების მოლოდინშია - მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებსაც შეხვდა

ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია. საკოორდინაციო საბჭოს წევრები მორიგ სხდომაზე დღეს უნდა შეიკრიბონ. არ არის გამორიცხული შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალი აკრძალვების შესახებ ინფორმაციაც საჯარო გახდეს. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა
ეს შეეხოს სამუშაო საათების შემცირებას და ცალკეულ ქალაქებსა ან დასახლებებში ტრანსპორტის შეჩერებას - თუმცა საუბარია არ არის მასშტაბურ ლოკდაუნზე.  

სწორედ დაგეგმილი შეზღუდვები იყო დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის მთავარი თემაც. პრემიერის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა შეზღუდვების პარალელურად სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაზე.

"ჩვენ ბიზნესი და მთავრობა ერთიანად ვფიქრობთ, შეიქმნას რაღაც ისეთი პლატფორმა, რომელიც არ დააზიანებს რეგულაციების ფონს და არ დააზიანებს ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური შენელება არ იქნება," - განაცხადა "სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის" წარმომადგენელმა სერგო რუხაძემ.

როგორც "ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, შეხვედრაზე იყო საუბარი იმაზე, რომ სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, ვინაიდან ეკონომიკის პარალიზება იქნას თავიდან აცილებული.

"ვიმსჯელეთ ჩვენ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვექნება და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ შეზღუდვების იმ წესის მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს, არც ჯანმრთელობას. შესაბამისად სრულ ლოკდაუნზე არ იქნება საუბარი როგორც ვხვდები და ითვალისწინებს ამას მთავრობა, მაგრამ იქნება რაღაც შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ," - აღნიშნა "ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ.

​​

დღის ამბები