19 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
დაამძიმებს თუ არა ეპიდვითარებას დღესასწაულები - რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში ინფიცირებულთა ზრდაა მოსალოდნელი

ბოლო მონაცემებით, ქვეყანას კორონავირუსის 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 4 058 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. დაინფიცირებულთა რაოდენობით ახლაც დედაქალაქი, აჭარა და იმერეთი ლიდერობს.

ექიმები და სპეციალისტები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ახალი წლებისა და დღესასწაულების პერიოდში, თუ საზოგადოება საფრთხეს ადეკვატურად არ გააანალიზებს და დაწესებულ რეგულაციებს არ დაიცავს, შედეგები რიცხვობრივად უფრო მძიმე იქნება. პოზიტიური მოლოდინებით, უახლოეს 2 თვეში დაწესებული მკაცრი რეგულაციების ფონზე, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად უნდა იკლოს.

ქვეყანა, ისევე, როგორც მსოფლიო, კორონავირუსს თვეებია ებრძვის. ჯერჯერობით, ევროპის ქვეყნების მაგალითზე, წერტილოვან შეზღუდვებზე ეფექტური მექანიზმი ვერ შემუშავდა. მთავრობის მოლოდინები ასეთია - თებერვლის თვიდან დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება უნდა დაიწყოს. პირბადის ტარების აუცილებლობა ისევ აქტუალურია და, სპეციალისტების შეფასებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც.

დღის ამბები