19 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე გასვლა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დღეიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს. ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები გარკვეული პერიოდი ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლას. სიახლე არ ეხება მათ, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა გამოცდის დღე, ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ მათაც, ვისაც მართვის უფლება შეჩერებული აქვს და მისი აღდგენის მიზნით გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე.

გარდა ამისა, დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან და ტრანსპორტის ტექ დათვალიერების პროცედურები. გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს.

დღის ამბები