საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევიდან 1676 - თბილისში, 525 - აჭარაში, 591 - იმერეთში დაფიქსირდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30," - აღნიშნა ბერდია სიჭინავა.