03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
მოხეში დაკავებული თოთხმეტივე პირი გვიან ღამით გაათავისუფლეს

სოფელ მოხეში დაკავებული თოთხმეტივე პირი თავისუფალია. სამი მათგანი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს, თერთმეტს კი 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მათი სასამართლო პროცესი, დაახლოებით, 7 საათს გაგრძელდა და საქმის განხილვა ღამის პირველი საათისთვის დასრულდა. გათავისუფლებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ჯარიმის დაკისრებას აპროტესტებენ.

გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ჯარიმის ოდენობა მათი ფინანსური შესაძლებლობებისთვის ძალიან დიდია და მის გადახდას ვერ შეძლებენ.

თერთმეტივეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ჰქონდათ წარდგენილი. სამი კი პოლიციის მიმართ ჯგუფური წანააღმდეგობისთვის იყო დაკავებული. ისინი ახალციხიდან ბორჯომში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები