03 სექტემბერი 2026,   23:05
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრს ალექსანდრე ბარამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ევროპული საქართველოს" წევრს ალექსანდრე ბარამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ის "კურიერთან"ყვება, მკურნალობას სახლში გადის და ასევე რეკომენდაციებს ახლობელი ექიმებისგან იღებს.

ინფიცირებულია მისი მეუღლეც.

"გუშინ დამიდასტურდა, მაგრამ ავად ვარ მე-5 დღეა. სუსტად ვარ, თავბრუ მეხვევა, ტკივილები მაქვს სხეულში, თავში.

რეკომენდაციებს ვღებულობ ახლობელი ექიმებისგან, მაგრამ ოჯახის ექიმი... მე გუშინ შევატყობინე 112-ს, რომ ასეთი სიტუაცია არის და დაგიკავშირდებათო და ალბათ დამიკავშირდება. ჩემი მეუღლე არის ინფიცირებული, ის საბედნიეროდ უკეთ არის, მსუბუქი ფორმა აქვს," - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

დღის ამბები