19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი - დღეს საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი 3900 პირს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის კუთხით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. შემცირებულია დედაქალაქსა და რეგიონებში გამოვლენილი შემთხვევები. თუმცა, ყველაზე მეტი ლაბორატორიული მონაცემები ისევ თბილისს, იმერეთსა და აჭარას უკავშირდება. 

დღეს პირველად, 10 თვის განმავლობაში, კორონავირუსს 50 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 95 კოვიდკლინიკაა სადაც დაახლოებით 6 ,817 პაციენტი მკურნალობს. სულ საქართველოში, დაახლოებით, 31 ათასი აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობას 1 012 ადამიანი გადის, ხოლო საცხოვრებელ ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 20 951 პირია.

დღის ამბები