03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
„თუ ვინმეს არ მოსწონს გადაწყვეტილება, არსებობს სასამართლოს გზა,“ - კობახიძე სოფელ მოხეს პროტესტს ეხმაურება

„თუ ვინმეს არ მოსწონს გადაწყვეტილება, არსებობს სასამართლოს გზა,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოფელ მოხეს მოსახლეობის პროტესტს ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, შენობაში ადრე ბიბლიოთეკა იყო და სავარაუდოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა.

კობახიძე აქვე განმარტავს, რომ აქციის მონაწილეები ჩვენი მოქალაქეები არიან და მაქსიმალური ბალანსი უნდა იყოს დაცული რელიგიის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს შორის. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია მათთან დიალოგი.

უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ რელიგიური თემებით მანიპულირება და რელიგიური შუღლის გაღვივება მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესში შედის და ეს რუსეთია.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს და უნდა გაირკვეს, ზუსტად რა მოხდა ადგილზე, დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები