09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს ქართული დელეგაციაც დააკვირდება

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს ქართული დელეგაციაც დააკვირდება. გიგი წერეთელი ეუთოს მისიის ფარგლებში გაუწევს მონიტორინგს არჩევნებს და ხმის მიცემის პროცედურას კიევის ოლქში დააკვირდება.

იგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ევროპული, პროგრესული ძალები გაიმარჯვებენ.

საპარლამენტო დელეგაციის ნაწილი კი არჩევნებს სუამის სახელით გაუწევს მეთვალყურეობას.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 26-ს ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები