19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - რამდენი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, გეგმავდა და ცდილობდა თვითმკვლელობას 23 წლის ახალგაზრდა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურების საქმე ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა. პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიებისთვის ამის მტკიცების საფუძველია გარდაცვლილის სუიციდური მიდრეკილებები და თვითმკვლელობის გზების ხშირი ძიება, სუიციდის მცდელობა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, ამავდროულად, რთული ფსიქოლოგიური ფონი, მათ შორის, ოჯახური კონფლიქტები.

გარდა იმისა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი "იუთუბის" საკუთარ არხზე ტვირთავდა ვიდეოებს, სადაც რამდენჯერმე განუხორციელებელ თვითმკვლელობაზეც მსჯელობდა, ის ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით მომავლის წერილებსაც წერდა. წერილები განკუთვნილი იყო როგორც საკუთარი თავისთვის, ისე იმ მამაკაცისთვის, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს უყვარდა.

23 წლის ახალგაზრდას თვითმკვლელობის დაგეგმვის და მისი განხორციელების ყველა კვალი საკუთარი ხელით აქვს დატოვებული, მათ შორის იმ სოციალურ ქსელებში, რომლის წაშლასაც ის სიკვდილამდე ცდილობდა.

დღის ამბები