19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
საქართველოს "მოდერნას" და "ფაიზერის" ტიპის ვაქცინა ვერ ექნება - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ღამის კურიერის“ ეთერში ამბობს, რომ "მოდერნას" და "ფაიზერის" ფირმის ყველა ვაქცინა 2021 უკვე გაყიდულია და საქართველოს ამ ტიპის ვაქცინა ვერ ექნება. მისივე თქმით, საქართველოს ექნება კოვაქსის პლატფორმაზე განთავსებული ვაქცინები.

"ჩემი პერსპექტივიდან, რასაც მე ვხედავ, მე ვფიქრობ 2021-ში "მოდერნას" და "ფაიზერის" ყველა დოზა გაყიდულია რა შესაძლებლობაც აქვთ ამ კომპანიებს, რომ აწარმოონ. ამიტომ, საქართველოს ამ ტიპის ვაქცინა ვერ ექნება, სადაც -70-დან -20 გრადუსამდე  უნდა მის შენახვას.

საქართველოს ექნება კოვაქსის პლატფორმაზე განთავსებული ვაქცინები, რომლებიც ძირითადად 2-დან 8 გრადუსამდე ინახება. საქართველოს ამის შესაძლებლობა აქვს, რომ უკანასკნელ სოფლამდეც კი მიიტანოს ეს ვაქცინა.

ვაქცინების ხარისხში იქნება განსხვავება, მაგრამ აქ არის ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას, რომელ ქარხანას მიანიჭებს. თუ იმ ქარხნის სტანდარტი, რომელიც ჯერჯერობით, სხვა ვაქცინებთან ამართლებს, დააკმაყოფილებს ამ ვაქცინის წარმოების ტექნოლოგიას, ის იქნება ყველაზე დიდი მომწოდებელი ვაქცინის პლატფორმაზე.

თუ დაერღვა ცივი ჯაჭვის პრინციპი ვაქცინას, ჩათვალეთ, რომ ეს ვაქცინა არის ჩვენი მტერი, ანუ საწამლავი, ვიდრე სიკეთე, ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ვაქცინების ისეთ ნაწილზე, რომლის მოვლა ჩვენ შეგვიძლია.

საქართველოშიც, რაც არ უნდა მოცულობის ვაქცინა შემოვიდეს, ეს იქნება ის მოცულობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელს ეყოფა, მოხუცთა თავშესაფრებში არსებულ  ადამიანებს და ასევე პრიორიტეტულია 75 წელს გადაცილებული ადამიანები აიცრან.

რემდესივირთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული და ჩვენ ერთი ვიცით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს ამ პრეპარატს. ამბობს, რომ რესურსი ქვეყნებმა არ დახარჯონ ამ პრეპარატის გამოყენებაში იმიტომ, რომ მთავარი სამიზნე - სიკვდილობა შევამციროთ - ამ პრეპარატმა ვერ შეძლო," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები