09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
რუსეთმა შესაძლოა ფრანგულ მხარეს სასამართლოში უჩივლოს

რუსეთი საფრანგეთს მისტრალის კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა.

სერგეი ივანოვმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული მხარე რუსეთს შვეულმფრენმზიდს დროულად არ მიაწვდის, მოსკოვი კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის კომპენსაციას სასამართლოს საშუალებით მოითხოვს.

მისივე თქმით, მოსკოვს არ სურს, რომ გარკვეულმა ფაქტორებმა ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის ურთიერთობა გააფუჭოს, თუმცა არჩევანი პარიზმა უნდა გააკეთოს.

პირველი ”მისტრალი” ფრანგულ მხარეს მოსკოვისთვის შემოდგომაზე უნდა გადაეცა, მაგრამ უკრაინის კრიზისის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა კონტრაქტის პირობის შესრულება გადაავადა.

 

 

დღის ამბები