19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
საქართველომ არჩევანი კორონავირუსის 6 ვაქცინიდან ერთ-ერთზე უნდა გააკეთოს - რომელი ვაქცინის შემოტანას ემხრობა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი

"ფაიზერი" თუ "მოდერნა"  -ეს იმ სავარაუდო ვაქცინების დასახელებაა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, შესაძლოა, გაზაფხულიდან საქართველოში შემოვიდეს, თუმცა, არ არის გამორიცხული, პრეპარატები ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამაც ჩაანაცვლოს. 

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45 % ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება გვინდა, მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

გარდა "ფაიზერის", "მოდერნასა" და "ასტრა ზენეკას" ვაქცინებისა, იმნაძე რუსულ პრეპარატზეც საუბრობს, ამბობს, რომ ჯანმოს მხრიდან აღიარების შემთხვევაში ის თანახმაა, ქვეყანაში რუსული ვაქცინაც შემოვიდეს.

მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ხარისხიანი ვაქცინის შეძენისკენაა მიმართული და ქვეყნები უკვე რიგში დგანან.

კოვაქს პლატფორმის წევრობას ასახელებს ქვეყანაში ვაქცინის დროულ შემოტანაზე პრემიერ-მინისტრიც.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც დაიწყებს, პირველ რიგში, რისკის ჯგუფის შემცველი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს.

დღის ამბები