ისევ ამოქმედებული ე.წ. კომენდანტის საათი და განწყობა საქართველოში 2021 წლის პირველ დღეს - როგორ აღინიშნება ახალი წელი კოვიდშეზღუდვების ფონზე. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება ისევ შეიზღუდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ახალი წლის ღამე.
ზუსტად 21 საათიდან ქუჩაში ყოფნა სპეციალური საშვის გარეშე კვლავ აკრძალულია. საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო, სადღესასწაულო დღეებს მკაცრი შეზღუდვებით ხვდება. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება, თუმცა გასათვალისწინებელია ის პირობები, რომლითაც საახალწლო დღეები დაიგეგმა.
გადაადგილების აკრძალვა მოიხსნება კიდევ ერთხელ - ღამის 9 საათიდან მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ შობის ღამეს.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მთავარ ნაძვის ხესთან იმყოფებოდნენ, ისინი "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ვინაიდან განსხვავებული ახალი წელი დადგა, მათ სურდათ ერთგვარი საახალწლო განწყობა დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეექმნათ.