გურჯაანში ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენი საათის წინ სოფელ კაჭრეთში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორი 29 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა 25 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.