03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
არასამთავრობოები მოხეს ინციდენტთან სახელმწიფოს მიდგომაში საფრთხეს ხედავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოხეს ინციდენტში სახელმწიფო მიდგომას საფრთხის შემცველად აფასებენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა. მათი შეფასებით, პოლიციის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურა ვალდებულია უზრუნველყოს სოფლის მუსლიმი მოსახლეობისა და პოლიციის დაპირისპირების ფაქტის ეფექტური და დროული გამოძიება.

"სახელმწიფოს მხრიდან ესეთი არათანაბარი მიდგომა საქმისადმი, როდესაც საკითხი ეხება მუსლიმ თემს, ძალიან სახიფათო მოქმედებაა. პოლიციის ქმედებაში ამ კონკრეტული შემთხვევაში იყო დანაშაულის ნიშნები და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ შესწავლილი იქნეს ეს ინციდენტი და თუ გამოვლინდება  პოლიციის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, ისინი პასუხისგებაში იქნენ მიცემული,“ - განაცხადა საია-ის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი კი სოფელ მოხეში კულტურის სახლის შენობის სტატუსის საბოლოოდ გარკვევამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.

"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექნიზმები.

„პარლამენტს ვთხოვთ, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები გამოიყენოს და ანგარიში წარმოადგენინოს ხელისუფლებას, განსკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, თუ რატომ არის მისი პოლიტიკა არაეფექტური,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

 

დღის ამბები