02 სექტემბერი 2026,   23:01
ვრცლად
"გალის რაიონი შეუჩერებლად იწვის, უამრავი ბეღელი, თხილნარი და მიტოვებული სახლები დაიწვა" - მესამე დღეა ოკუპირებულ რეგიონში სტიქიას ებრძვიან

გადამწვარი საცხოვრებელი სახლები ოკუპირებულ აფხაზეთში - უკვე მესამე დღეა გალსა და რამდენიმე სოფელში სტიქიასთან ბრძოლა უშედეგოა.

უმძიმეს კადრებს, რომელიც მობილური ტელეფონით არის გადაღებული, ადგილობრივები ავრცელებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძარმა სახლები, თხილნარი და ბეღელი გაანადგურა.

"გალის რაიონი შეუჩერებლად იწვის, ვერ ვახერხებთ შეჩერებას. დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ. უამრავი ბეღელი გადაიწვა, თხილნარი და მიტოვებული სახლები, რომელიც ეკალბარდებით იყო მოცული. ასეთი მდგომარეობაა ჩვენთან," - განაცხადა ადგილობრივმა.

ოკუპირებული რეგიონის გარდა, რამდენიმე დღეა სამაშველო ჯგუფების განსაკუთრებული მობილიზებაა სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭაში.

დღის ამბები