კოვიდპანდემიის გამო გურჯაანში წელს ტრადიციული ალილო აღარ ჩატარდება, ამის შესახებ გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმონაზონმა ილია ჭოველიძემ განაცხადა.
"ღმერთკაცი დაიბადა, საზეიმო დღეა მართლაც და ამას აღვნიშნავთ, ხუთშაბათს დილით სადღესასწაულო შობის წირვა იქნება. დამდეგ შობას ყველა ქართველს, ყველა ქრისტიანს მივულოცავ, პანდემიის გამო წელს არ იქნება ალილო," - განაცხადა მღვდელმონაზონმა ილია ჭოველიძემ