19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
დაგვიანებული ეპისტოლე - ბოლო 43 წლის განმავლობაში წელს ტრადიცია პირველად დაირღვა

ქრისტეშობის ღამეს პატრიარქმა მრევლი დალოცა, თუმცა მათთვის საშობაო გზავნილებით არ მიუმართავს. ბოლო 43 წლის განმავლობაში წელს ტრადიცია პირველად დაირღვა და სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიაზე ილია მეორის ეპისტოლე არ წაუკითხავთ.

"კურიერმა" გაარკვია, რომ საშობაო მიმართვის დაგვიანების მიზეზი საპატრიარქოში მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის თვითიზოლაცია იყო, რომელიც კოვიდ-19-ზე ტესტის პასუხს ელოდება. 

ილია მეორის პირადმა ექიმმა დღეს ისიც თქვა, რომ საპატრიარქოს ყველაზე გავლენიან ქალს, რომელიც ეპისტოლეს შედგენის პროცესში არაოფიციალურად ჩართულია, ილია მეორესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. თუმცა კადრებში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ თავად გაავრცელა, კარგად ჩანს, რომ 4 იანვარს თეთრუაშვილი პატრიარქის იუბილეზე იმყოფებოდა და სტუმრებს მასპინძლობდა.

საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც "კურიერის" მაყურებელმა მისი ექიმის პირველი კომენტარი მოისმინა.

დღის ამბები