საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების "კოვიდ-19-ით" გარდაცვალებას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში COVID-19-ით პატიმარი გარდაიცვალა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც N17 და არც სხვა დაწესებულებაში COVID-19-ით არც ერთი პატიმარი არ გარდაცვლილა,"- აღნიშნულია განცხადებაში.