19 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
კორონავირუსი საპატრიარქოში -"კურიერის" ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქს COVID-19-ზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ

კორონავირუსი საპატრიარქოში - შორენა თეთრუაშვილი კოვიდდადებითია, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს "კოვიდ-19-ზე" გამოიკვლევენ.

თეთრუაშვილი საპატრიარქოში ბოლოს 4 იანვარს, ილია მეორის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და სტუმრებს მასპინძლობდა.

კადრებში ჩანს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს ილია მეორესთან საკმაოდ ახლო შეხება ჰქონდა, თუმცა პირბადით, მიუხედავად ამისა, შესაძლოა PCR კვლევა უწმინდესსაც ჩაუტარდეს.

თეთრუაშვილის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონია, რომელიც საპატრიარქოს პირველ იანვარს ესტუმრა.

"კურიერის" ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ. მისი პირადი ექიმის ვარაუდით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მას ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის რეკომენდაციაა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში დაიწყოს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება ციხეებშიც. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტირების შედეგად, ოთხ პირს სხვადასხვა დაწესებულებაში კორონავირუსი დაუდასტურდა. სულ კვლევა 46 პატიმარს ჩაუტარდა.

ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ისინი სამოქალაქო კლინიკაში არიან გადაყვანილები.

დღის ამბები