ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11155 კვლევა ტესტით, მათ შორის 6758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4397 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1143 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239229-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 225 335-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა - 88, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 73, შიდა ქართლი - 64, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 371, იმერეთში - 730. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში - 376, აჭარაში - 72, იმერეთში - 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 10, იმერეთში - 34. 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 197, აჭარაში - 44, ხოლო იმერეთში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 432 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 552.