ქუთაისში ბოლო დროს გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებებს აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, ქუთაისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი და ეს ქალაქი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს მეგობრობა. ამიტომ მიუღებელია მსგავსი განცხადება, მით უფრო მიტროპოლიტის მხრიდან.
მათი თქმით, ანტისემიტური განცხადებები და დაპირისპირება მეზობელ სახელმწიფოსთან, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.