საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ იოანეს ებრაელი ხალხი კნინობით ფორმაში არ მოუხსენიებია ის ისრაელის ელჩსაც შეხვდა, სადაც, მისი თქმით, ყველაფერი გაირკვა.
"მეუფე შეხვდა ისრაელის ელჩს საქართველოში და იქ ყველაფერი იყო ცხადი. მას ებრაელი ხალხი არ მოუხსენიებია არანაირ კნინობით ფორმაში. მისი ნათქვამი ეხებოდა იმ ჯგუფებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მუდმივად ტყუილით და მართლით ცდილობს, რომ ჩრდილი მიადგეს ეკლესიას. მათ მიმართ იყო ეს ნათქვამი," - განაცხადა
მანამდე იყო ისრაელის ელჩის განცხადება, რომელმაც მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო ყველა ზომა ანტისემიტური განწყობების გაღვივების წინააღმდეგ. ელჩი საუბრობდა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვრის და მეუფე იოანეს განცხადებებზე.
ელჩის განცხადებას მოგვიანებით ტვიტერით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა დაწერა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქვეყანაში.