19 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი" - ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების კლება დადებითი ფაქტია, თუმცა დღეში 1500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამირან გამყრელიძე მესამე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებს სრულიად საფუძვლიანს უწოდებს. 

"ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ,იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ, ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი...

ყოველდღიური შემთხვევები აღარ არის 5-6 ათასი, მაგრამ ეს 1000 და 1500 საქართველოსთვის ძალიან ბევრია.

მობილიზაცია არ გვაძლევს საფუძველს, რომ მოვეშვათ და გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ ისე, რომ არ დავიცვათ ძალიან მკაცრად ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები