20 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
ბეჩო-ლატალის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზის ბეჩო-ლატალის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

ამის შესახებ “კურიერს” მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა უთხრა. მისი ინფორმაციით, გადაადგილება ორივე მიმართულებით შესაძლებელია, თუმცა, ტექნიკა ადგილზე რჩება, რომ ჩამოშლილი ქვებისგან გზა სრულად გაიწმინდოს.

კლდის ნაწილი უამინდობის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა.

დღის ამბები