24 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
​მაშველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში შვიდი ადამიანი გადაარჩინეს

​მაშველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში შვიდი ადამიანი გადაარჩინეს. სოფელ გომსა და საჯავახოში მოქალაქეები ადიდებული მდინარე რიონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. უხვმა ნალექმა გომში საცხოვრებელი კოტეჯები დატბორა და იქ მყოფ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა. მათ გამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მოქალაქეების ევაკუირება ნავების საშუალებით მოხდა. 

იმერეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები სამტრედიის წყალტუბოს, ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტებში შექმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

დღის ამბები