პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი "პროგრესის ცენტრის" სტუდენტებთან ერთად სტუდენტებისთვის სწავლის აღდგენას და სწავლის საფასურის განახევრებას მოითხოვს.
ანა დოლიძის თქმით, აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ დეკემბერში მიმართეს, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. ახალგაზრდა აქტივისტებმა მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე დასწრების მოთხოვნით პარლამენტში განცხადება დღესაც შეიტანეს.
"თითქმის ყოველი მეორე სტუდენტი დარჩენილია უმაღლესი განათლების მიღების გარეშე. სამწუხაროდ, ამ შენობის მობინადრეები არიან შეკეტილები შენობაში. პასუხი ჩემს საკანონმდებლო წინადადებაზე და ჩვენი ორგანიზაციების მიმართვაზე დღემდე არ მიგვიღია. 18-ში უნდა გაიმართოს განათლების კომიტეტის სხდომა, ვითხოვთ დასწრებას ამ განათლების კომიტეტის სხდომაზე, რათა გაიმართოს სერიოზული პოლიტიკური მსჯელობა,“ - ამბობს ანა დოლიძე.