26 იანვარი 2021,   07:35
ვრცლად
შრომის ინსპექციამ გამოავლინა პირი, რომელიც თბილისში ღამის კლუბს ამუშავებდა

შრომის ინსპექციის მიერ იმ ფიზიკური პირის იდენტიფიცირება მოხდა, რომელიც თბილისში ე.წ. ღამის კლუბის საქმიანობას ახორციელებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"მიმდინარე წლის 13 იანვარს, შრომის ინსპექციის მიერ გეგმური მონიტორინგისას განხორციელდა ფიზიკური პირის იდენტიფიცირება, რომელიც ქ.თბილისში ორგანიზებას უწევდა სოციალურ ღონისძიებას და ახორციელებდა ე.წ ღამის კლუბის საქმიანობას. 

COVID რეგულაციების გათვალისწინებით, ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიება მიჩნეულია მაღალი რისკის შემცველ აქტივობად, რომელიც მასობრივად უქმნის საფრთხეს ადამიანთა სოცოცხლესა და ჯანმრთელობას შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 322 დადგენილების შესაბამისად განხორციელდა ღონისძიების ორგანიზატორის 2000 ლარით დაჯარიმება და საქმიანობის შეჩერება. 

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები