19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
არავინ დგას კანონზე მაღლა, თვით პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აშკარა საშიშროებაა - ნენსი პელოსი

წარმომადგენელთა პალატის პრესსპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის არც დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-სთვის საშიშროებაა.

"დღეს ორმხრივი გზით, პალატამ აჩვენა, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აშკარა საშიშროებაა. პატივს ვცემთ ოფისის ფიცს შეერთებული შტატების კონსტიტუციაზე. დამწუხრებული და გულგატეხილი ვარ, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პრეზიდენტი, რომელმაც აჯანყებას შეუწყო ხელი და გახდა იმპიჩმენტის ადრესატი," - აღნიშნა ნენსი პელოსმა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეზოლუციას ხმა 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ მისცა. იმპიჩმენტს მხარი პალატის ყველა დემოკრატმა და 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა.

დღის ამბები